სასწავლო პროექტი



1.პროექტის სახელი. ,,მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში".
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით.
მოსწავლეები იკვლევენ მათემატიკის როლს მოსწავლეთა და სხვადასხვა ადამიანების
ცხოვრებაში.
3პროექტის სრული აღწერა:პროექტის კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით:
ა) მათემატიკის როლი ჩემი და ჩემი გარემოცვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
(თვითდაკვირვება, დაკვირვება სხვებზე,ინტერვიუები, ფოტოგადაღებები)
ბ) მათემატიკის გამოყენება ზოგადად, სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა ცხოვრებაში.
გ)მათემატიკური სტატისტიკა (დაკვირვება,გრაფიკების, ცხრილებისა და  დიაგრამების
აგება)
დ)მატემატიკის როლის მოძიება ისტორიულ წყაროებში, მათემატიკის მნიშვნელობა
გლეხკაცის ცხოვრებაში.(საქართველოსა სხვადასხვა კუთხეებში არსებული 
ძველი სიგრძის და წონის ერთეულები, ფართობის გამოთვლა, მოძიება და მათი დღევანდელ
ერთეულებთან შედარება)
4.სტატისტიკის განხორციელება კლასში: დაკვირვების აგება, მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით, ინტერვიუს აღების მეთოდი, საკითხში ჩაღრმავება, დისკუსიის გამართვა.
5.მონაწილეთა ასაკი: 15 -18
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 -3 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები ისწავლიან ინტერვიუს აღებას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.
პროდუქტები;ფოტოალბომი,პრეზენტაცია, ფოტოების გამოფენა,დიაგრამების, ცხრილების,გრაფიკების აგება.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფორმატები, ფლომასტერები, კალამი, თაბახები.
9პროექტის მსვლელობა:
ა)პროექტის განხილვა,,
ბ)ილუსტრაციების მომზადება
გ)ჯგუფების დაკომპლექტება
დ)დისკუსია (რა გავიგე? რა მომეწონა? რას შევცვლიდი?)
ე)სტატისტიკური მონაცემების შეგროვება.
ვ)ინტერვიუები სხვადასხვა ადამიანებთან.
ზ)პრეზენტაცია,
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
მსობლიური ენისა და ლიტერატურის როლი,მისი ცოდნის აუცილებლობა მოსწავლის მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ინტერვიუს აღებისას .
ისტორია-გაეცნობიან ძველად ხალხს რა კავშირი ჰქონდათ მატემატიკასთან და მათემატიკის როლს ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
გეოგრაფია-სხვადასხვა კუთხის და სხვსდასხვა ქვეყნის ხალხის საზომი ერთეულების გამოკვლევა.
უცხო ენა- ინფორმაცია ინტერნტში,მოძიება და გადათარგმნა.
ისტ-განხორციელება ხდება ინფორმაციულ -ტექნოლოგიების გამოყენებით.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა მჭედლიძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა;leilamchedlidze53@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:leilamWedlidze.blogspot. com 















































No comments:

Post a Comment